пятница, 19 июля 2013 г.

პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: მე და დღევანდელობა…დაცულია თუ არა ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა?
2.პროექტის მთავარი იდეა: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეები გავარკვიო თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და  თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება  ემუქრება  თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.პიროვნული თავისუფლება. რატომ უნდა იყოს ადამიანის პირადი ხელშეუხებელი და არის თუ არ დღეს ეს ასე. რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ამ მიმარულებით და ამ მხრივ საფრთხეს ხომ არ წარმოდგენს  თანამედროვე ტექნოლოგიები.
3.პროექტის აქტუალობა:  პროექტი აქტუალურია დღევანდელი   საქართველოსთვის არა მარტო იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ხდება თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, არამედ იმითაც, რომ ტექნოლოგიური მიღწევები თანაბარ საშიშროებას უქმნის მსოფლიო ყველა მოქალაქეს, რომ შეიძლება გაითქვას ჩვენი პირადი ცხოვრების ნიუანსები.როგორც ირკვევა ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში არ არის,ამიტომ  საჭიროა მეტი ინფორმირებულობა და ახალგაზრდების ამ  საკითხში გარკვევა..
4.პროექტის მიზნები: პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში  მონაწილე პირები შეძლებენ გაანალიზონ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული სირთულეები და პრობლემები, კონფლიქტები,შეაფასებენ და მოძებნიან მოქმედების ალტერნატიულ გზებს, შეაფასებენ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სხვადასხვა პოზიციებს. ჩამოუყალიბდებათ  კანონმდებლობიდან გამომდინარე მართებული სამოქლაქო ცნობიერება და გახდებიან უფრო აქტიურები...ისწვლიან როგორ დიცვან საკუთარი უფლებები.
5.მონაწილეთა ასაკი: 9-10-11 კლასები  ( 15-17 წელი)
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქნას:

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ მათ წინაშე მდგომ პრობლემას და შეეცდებიან გადაჭრან იგი. თავიანთ მოსაზრებებს და შეხედულებებს გაუზიარებენ თანატოლებს, მასწავლებლებს, მშობლებს, თემის წარმომადგენლებს. დაგეგმავენ და ჩაატარებენ  კვლევას, პრეზენტაციას,დაამზადებენ ბუკლეტებს და სპეციალურ ბანერებს, რითაც მოახდენენ სხვა ბენეფიციარების ინფორმირებულობას.


8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო აპარატი, ასლ გადამღები.
9.პროექტის მსვლელობა -- ძირითადი აქტივობები:
#სამოტივაციო გაკვეთილი ( ჩემი  პრეზენტაცია)

#სამუშაო შეხვედრა, პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან, სადაც მოხდება განსახორციელებელი ამოცანების დასახვა და სამუშაოს დანაწილება.

#მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, სულ შევქმნი 4 ჯგუფს. ყოველ ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელიც ამავე დროს მონიტორინგს გაუწევს ჯგუფის წევრების კოორდინირებულად მუშაობას.
1 ჯგუფი-აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოპოვება/დახარისხება ( ძირითადად საკანონმდებლო ბაზა) 
2 ჯგუფი- აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის  მოპოვება/დახარისხება ( ძირითადად  თანამედროვე  კონკრეტული მაგალითები)
3 ჯგუფი - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისტორიული მაგალითებისმოძიება --ისტორიული პარალელები
4 ჯგუფი- (კვლევა) მომხმარებელთა გამოკითხვა სოციალურ ქსელებში ( Faceebooki; Odnoklassniki: Skype; Twitteri)( კითხვა:სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული მოქალაქე მიიჩნევს თუ არა, რომ მისი პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია?)
5 ჯგუფი-  ( კვლევა) სოციოლოგიური გამოკითხვა  სკოლის, თემის მასშტაბით თემაზე: მობილური ტელეფონით სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა თქვენ პირად ცხოვრებაში ჩარევა?


# ჯგუფის წევრები თავიან დასრულებულ სამუშაოს მისცემენ პრეზენტაციის ფორმას.

# დავალებების შესრულების შემდეგ ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი

   გაკვეთილს დავიწყებ მინი ლექციით, სადაც მიმოვიხილავ მსოფლიოში და საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და ვითარებას-პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. ( 10 წუთი)
   ხუთივე ჯგუფი წარმოადგენს თავიანთი სამუშაოს პრეზენტაციას. (25 წუთი)
   ამის შემდეგ წარვმართავ დისკუსიას თემაზე: "პირადი ცხოვრების (40 წუთი) ხელშეუხებლობა და თანამედროვე ტექნოლოგიები"
   დისკუსიის შედეგების შეჯამება ( 10 წუთი)
   გაკვეთილის შეფასება (5 წუთი)

# ბუკლეტების და ბანერების  დამზადება, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ ( ინფორმაციული ტექნოლოგიები ( სოციალური ქსელები; მობილური ტელეფონი) სწორად, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს ხელშეუხებელი.

 # პროექტისთვის საბოლოო სახის მიცემა და პროექტის პრეზენტაცია, სადაც სკოლის საზოგადოების გარდა მოწვეულუ იქნება თემის წარმომადგენლობა და შესაძლებლობის პირობებში ის ადამიანები, ვინც მონაწილეობას ღებულობდა კვლევაში, გამოკითხვაში./დაგეგმონ და განახორციელონ  აქცია: თვითონ დაამზადებენ ბანერებს და ამით მოხდება სხვა ბენეფიციალების ინფორმირებაც.

  პროექტის გამოქვეყნება ვებ გვერდზე


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

    ისტორია და სამოქალაქო განათლება


შედეგი და ინდიკატორები: 

მოქ.IX.1. მსჯელობს საქართველოს მოქალაქის უფლებებზე, თავისუფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე.

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

# მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში „რა მოხდებოდა ყველას რომ ფქონდეს მხოლოდ უფლება და არ გააჩნდეს მოვალეობა? საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის? ადარებს საქართველოს კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის დებულებებთან.მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე,განიხილავს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და თავიუფლებებს,გამოყოფს შესაბამის სამოქალაქო მოვალეობებს, მსჯელობს უფლება-მოვალეობების განხორციელების კონსტიტუციურ საშუალებებზე.

მოქ.IX.2.იკვლევს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობას და ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

# მონაწილეობს დისკუსიაში --რას ნისნავს სამოქალაქო საზოგადოება? გამოთქვამს მოსაზრებას პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის როლის შესახებ საქართველოში.ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან.

ისტ.12.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

#ირჩევს რომელიმე აქტუალურ პრობლემას;მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუზველზე წერს კონკრეტული  პრობლემის გადაჭრის გეგმას,მხარეთა უფლებების  დაცვისა და კანონიერი მოქმედების გათვალისწინებით;განსაზღვრავს საკუთარ როლს პრობლემის მოგვარებაში, იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად;აფასებს საკუთარ მონაწილეობას ეფექტურობას და შედეგებს უზიარებს თანაკლასელებს.

#  შეარჩევს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას  მოქალაქეთა   ცხოვრებიდან;შეისწავლის შექმნილ ვითარებას, მხარეთა ინტერესებს;თანაკლასელებთან ერთად გაიტამაშებს აღნიშნულ სიტუაციას და მონახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის  სამართლებრივად  გადაჭრის  გეგმას.   
 პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეებს განუვითარდებათ  აზროვნების ზედა დონის და 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები:
   
# პრობლემის გადაჭრის უნარი
# სიახლეებთან ადაპტირების უნარი
# გუნდური მუშაობის, ლიდერობის უნარი
# კრეატიული აზროვნების და კვლევის უნარი
# მაღალი სააზროვნო და სწავლისა და ინოვაციების უნარი
 # და რა თქმა უნდა პროექტზე დაფუძვნებული სწავლება მოგვცემს გააქტიურებულ და მოტივირებულ მოსწავლეს.
   
პროექტის შეფასება:

პროექტის მონიტორინგს განვახორციელებ  3 ეტაპად: 
ა) პროექტის დასაწყისში
ბ)პროექტის მიმდინარეობის დროს ( შუალედური მონიტორინგი)
გ)პროექტის დასასრულს.
მოსწავლეებს შევაფასებ თანდართული ფორმით. პრეზენტაციაისტორიულ წყაროზე მუშაობა.დისკუსია


11.პროექტის ხელმძღვანელი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი კახაბერ ჩაკვეტაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kakhaberi1974@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://kakhaberi001.blogspot.com/