понедельник, 30 сентября 2013 г.

1.პროექტის სახელწოდება:  „ თებერვლის ღამე“

2.პროექტის მთავარი იდეა  ( თემა ):
თოვდადა თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდადა თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდადა თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, განვსაჯოთ, გავაანალიზოთ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს. გავარკვიო მოსწავლები ოკუპაციის და ანექსიის რაობაში და ამ ფაქტით გამოწვეულ კონფლიქტებზე საქართველოსა და მსოფლიოში.


3. პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ  ოკუპაცია დღეს უმწვავესი პრობლემაა საქართველისთვის. ფარული თუ აშკარა აგრესია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ  ღღესაც აქტუალურია და კონფლიქტის მეორე მხარეს ისევ რუსეთი დგას.


4.პროექტის მიზნები:  პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომელიც ასე მწვავედ დგას დღესდღეისობით ქართული სახელმწიფოს წინაშე. იმსჯელებენ კონფლიქტის წარმოშობის და განვითარების მიზეზებზე და მოძებნიან ალტერნატიულ გზებს მის გადასაწყვეტად.

5.მონაწილეთა ასაკი: 15-18 წელი   ( 9-12 კლასები)

6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომელიც შეიძლება შეიქმნას: საპრეზენტაციო მასალა. სპეციალური ბუკლეტების დამზადება.გამოფენების მოწყობა. ვიდეო კლიპის დამზადება


.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი. პროექტორი. ასლ გადამღები.ფოტო აპარატი.

9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)

9.1.სამოტივაციო გაკვეთილი. კოლაუ ნადირაძის ლექსის „25 თებერვალი“ განხილვა
9.2.სამუშაო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან, სადაც მოხდება განსახორციელებელი სამუშაოების განხილვა და დანაწილება.
მოსწავლეებს დავყოფ 4  ძირითად ჯგუფად.ყველა ჯგუფს ეყოლება ლიდერი.პროექტის  ზოგიერთი მონაწილე მონიტორინგს გაუწევს ჯგუფების მუშაობას ხელმძღვანელთან ერთად.

1 ჯგუფი: ინფორმაციის მოძიება ( დასრულებულ სამუშაოს უნდა მისცენ პრეზენტაციის ფორმა)

2 ჯგუფი: გამოფენისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ( სამუშაოს ბოლო ეტაპზე უნდა მოაწყონ გამოფენა საქართველოს ოკუპაციის თემაზე)

3 ჯგუფი: ვიდეო კლიპის გადასაგებად აქტივობების განხორციელება.( სამუშაოს დასასრულს უნდა შეძლონ მოკლე ვიდეო კლიპის გადაღება საქართველოს ოკუპაციის თემაზე)

4 ჯგუფი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ ჩვენება დაინტერესებული პირებისათვის ( მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა  მშობლები, თემის წარმომადგენლები და სხვა)

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია.
სამოქალაქო განათლება
ქართული ენა და ლიტერატურა

ისტ.12.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

#
ირჩევს რომელიმე აქტუალურ პრობლემას;მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუზველზე წერს კონკრეტული  პრობლემის გადაჭრის გეგმას,მხარეთა უფლებების  დაცვისა და კანონიერი მოქმედების გათვალისწინებით;განსაზღვრავს საკუთარ როლს პრობლემის მოგვარებაში, იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად;აფასებს საკუთარ მონაწილეობას ეფექტურობას და შედეგებს უზიარებს თანაკლასელებს.

#  
შეარჩევს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას  მოქალაქეთა   ცხოვრებიდან;შეისწავლის შექმნილ ვითარებას, მხარეთა ინტერესებს;თანაკლასელებთან ერთად გაიტამაშებს აღნიშნულ სიტუაციას და მონახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის  სამართლებრივად  გადაჭრის  გეგმას.   

მოქ.IX.1. მსჯელობს საქართველოს მოქალაქის უფლებებზე, თავისუფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე.

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

#
მონაწილეობს საკლასო დისკუსიაშირა მოხდებოდა ყველას რომ ფქონდეს მხოლოდ უფლება და არ გააჩნდეს მოვალეობა? საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის? ადარებს საქართველოს კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის დებულებებთან.მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე,განიხილავს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და თავიუფლებებს,გამოყოფს შესაბამის სამოქალაქო მოვალეობებს, მსჯელობს უფლება-მოვალეობების განხორციელების კონსტიტუციურ საშუალებებზე.

მოქ.IX.2.იკვლევს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობას და ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

#
მონაწილეობს დისკუსიაში --რას ნისნავს სამოქალაქო საზოგადოება? გამოთქვამს მოსაზრებას პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის როლის შესახებ საქართველოში.ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან.

 პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეებს განუვითარდებათ  აზროვნების ზედა დონის და 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები:
   
# პრობლემის გადაჭრის უნარი
# სიახლეებთან ადაპტირების უნარი
# გუნდური მუშაობის, ლიდერობის უნარი
# კრეატიული აზროვნების და კვლევის უნარი
# მაღალი სააზროვნო და სწავლისა და ინოვაციების უნარი
 # და რა თქმა უნდა პროექტზე დაფუძვნებული სწავლება მოგვცემს გააქტიურებულ და მოტივირებულ მოსწავლეს.
   
პროექტის შეფასება:

პროექტის მონიტორინგს განვახორციელებ  3 ეტაპად: 

ა) პროექტის დასაწყისში
ბ)პროექტის მიმდინარეობის დროს ( შუალედური მონიტორინგი)
გ)პროექტის დასასრულს.

მოსწავლეებს შევაფასებ  შემდეგი კრიტერიუმებით: დისკუსია. პრეზენტაცია. ისტორიულ წყაროებზე მუშაობის უნარი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:კახაბერ ჩაკვეტაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kakhaberi1974@gmail.com

13.პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий