2.პროექტის მთავარი
იდეა: პროექტის მიზნობრივმა
ჯგუფმა შექმნას სკოლის ვებ გვერდი/ბლოგი, რომელიც მოგვითხრობს სკოლის საქმიანობის
შესახებ და ამავე დროს რეკლამას გაუწევს მას.
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია თანამედროვე მოსწავლეებისათვის, რადგან ისინი დიდ დროს ატარებენ
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და ამ გზით მიწოდებული ინფორმაცია მათთვის
უფრო მისაღები, საინტერესო და ხელმისაწვდომი
იქნება.გარდა ამისა დაინტერესებული ჯგუფისათვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია
სკოლის შესახებ.ეს მცირე რეკლამაც იქნება, რაც
ვფიქრობთ გაზრდის სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტს.
4.პროექტის მიზნები:
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება სკოლის ბლოგი. მოსწავლეებს
გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების უნარი.ისწავლიან არა მარტო ინფორმაციის
მოპოვება-დახარისხებას, არამედ მის ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებას.ბლოგის საშუალებით
ისინი შეძლებენ კონტაქტი დაამყაროს სხვა სკოლებთაან, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
სოციალიზაციას და მის აქტიურ ჩართვას სამოქალაქო
საზოგადოებაში.
5.მონაწილეთა
ასაკი: 14-18 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში
მოსწავლეები შექმნიან სკოლის ბლოგს, სადაც განთავსდება სკოლის ისტორია, მისია, საგანმანათლებლო
და სააღმზრდელო ხასიათის მასალები, სკოლის მიღწევები, წარმატებები, მოსწავლეთა ნაშრომები
და სხვა..
8.პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი;პროექტორი;
9.პროექტის მსვლელობა:
#
სამოტივაციო გაკვეთილი, სადაც დავსვით პრობლემა და დავიწყეთ იმ გზის/გზების
ძებნა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. გამოიკვეთა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის
სკოლის გაზეთის გამოშვება, სკოლის გვერდის შექმნა Facebook-ზე, ვებ გვერდის/ბლოგის
შექმნა და სხვა.
#
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა დასახული
მიზნის მისაღწევად შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
# ჩატარდა კვლევა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და
მშობლებს შორის, თუ რომელი უფრო ეფექტური იქნებოდა.
# კვლევის შედეგები გავაცანით პროექტში მონაწილე მოსწავლეებს
, მასწავლებლებს და მშობლებს.
# ამის შემდეგ შევქმენით 5 მიზნობრივი ჯგუფი.
I
ჯგუფი- ლიდერი გვანცა ჩოგოვაძე ( მასწავლებელი
გულიკო სალდაძე) , რომელმაც მოიძია ლიტერატურული ნაშრომები, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს
ბლოგზე.
II
ჯგუფი-ლიდერი ნინო მაღლაფერიძე ( მასწავლებელი
ჯულიეტა ჭეიშვილი), რომელმაც მოიძია და შეადგინა გერმანულენოვანი სტატია.
III ჯგუფი- ლიდერი ქრისტინე ჯავახაძე ( მასწავლებელი
კახაბერ ჩაკვეტაძე), რომელმაც მოიძია ინფორმაცია სკოლის ისტორიის და მისი ტრადიციების
შესახებ.
IV
ჯგუფი-ლიდერი მიხეილ სირბილაძე ( მასწავლებელი
კახაბერ ჩაკვეტაძე), რომელმაც მოიძია ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო
და აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ.
V
ჯგუფი- ლიდერი მირინა ქებულაძე( მასწავლებელი
კახაბერ ჩაკვეტაძე), რომელმაც მოიძია ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე კულტურული, შემოქმედებითი
ღონისძიებების შესახებ
VI
ჯგუფი-ლიდერი თებრო სირბილაძე ( მასწავლებელი
ხათუნა ახალაია), რომელმაც მოიძია სხვადასხვა ფაქტები და შეადგინა ინგლისურენოვანი სტატიები.
# სამუშაო
შეხვედრა, სადაც მოხდა მოძიებული, დამუშავებული სტატიების განხილვა და მათი მომზადება
დასაბეჭდად.
# ბლოგის
შექმნა/დარეგისტრირება და მასალის ატვირთვა.
# სხვადასხვა
საშუალებებით ბლოგის რეკლამირება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა იგი და მეტი
გაეგო ჩვენი სკოლის შესახებ.
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სახელმწიფო ენა-ქართული
ენა და ლიტერატურა; ისტორია, სამოქალაქო განათლება და უცხო ენა ( გერმანული და ინგლისური
ენები)
11.პროექტის ხელმძღვანელი:კახაბერ ჩაკვეტაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kakhaberi1974@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:sasoeba001.blogspot.com
პროექტი წარმატებით განხორციელდა და შეიქმნა სკოლის ბლოგი. შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზეhttp://sasoeba001.blogspot.com
ОтветитьУдалить